რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს მარია ზახაროვას Facebook-პოსტის გამო მოუბოდიშეს.
„პრეზიდენტ პუტინს არასდროს მოუბოდიშებია ჩემთვის რაიმეს გამო, ასევე არ გაუკეთებია ეს სერგეი ლავროვს. ზახაროვას პოსტის გამო, მათ ეს გააკეთეს. მე ეს ამბავი არც კი გამიხსენებია. ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ინციდენტი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
Facebook-ის პირად გვერდზე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც ალექსანდარ ვუჩიჩისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ამსახველ სურათთან ერთად მოცემული იყო კადრი ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“ შემდეგი შინაარსის ტექსტით: „თუ თეთრ სახლში მიგიწვიეს და სკამი ისე მოათავსეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, დაჯექით ისე, როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები, ვინც არ უნდა იყოთ. უბრალოდ, დამიჯერეთ“.