კომპანია Tesla და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 16.3 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
Bლოომბერგ-ის მონაცემებით, ილონ მასკის ქონების შემცირების მთავარი ფაქტორი Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნა გახდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დახურვისას Tesla-ს აქციების ღირებულება 21%-ით შემცირდა.
შესაბამისად, ამერიკელი მილიარდერის ქონებამ 82.3 მილიარდი დოლარი შეადგინა და უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში პირველ ადგილზე Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონების ღირებულება 186 მილიარდ დოლარს შეადგენს.