მინსკში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, მაქსიმ ზნაკი დააკავეს

მინსკში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, მაქსიმ ზნაკი დააკავეს

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, იურისტი მაქსიმ ზნაკი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ზნაკი ვიქტორ ბაბარიკოს შტაბიდან წაიყვანეს. ზნაკის ადვოკატის თქმით, მისი დაკავების მიზეზი უცნობია, ოპოზიციონერის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს. მაქსიმ ზნაკი პრეზიდიუმის ერთადერთი აქტიური წევრი იყო. დანარჩენები ან დააკავეს, ან ბელარუსიდან იძულებით გაიყვანეს, ან ქვეყანა თავისი ნებით დატოვეს.

7 სექტემბერს მინსკში პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი, ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. მეორე დღეს მისი უკრაინაში იძულებით გადაყვანა სცადეს, მაგრამ მან საზღვარზე თავისი პასპორტი დახია. ამის შემდეგ ქალი დააკავეს. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.