საუდის არაბეთში სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.
ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორ ბრალდებულს 7-წლიანი, ხოლო ერთ კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, განაჩენი საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
22 მაისს მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ოჯახმა განაცხადა, რომ მკვლელებს დანაშაული აპატია.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.