ჰონგ-კონგში ეროვნული უშიშროების შესახებ კანონპროექტის და არჩევნების გადატანის მოწინააღმდეგეებმა მასობრივი დემონსტრაციები ჩაატარეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ავტონომიის ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „გაათავისუფლეთ ჰონგ-კონგი. მათ დასაშლელად პოლიციამ სხვა საშუალებებთან ერთად წიწაკის სპრეიც გამოიყენა. პოლიციამ 289 დემონსტრანტი დააკავა.
კანონი ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ პენიკში ივნისის ბოლოს მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთის სპეცსამსახურებს ავტონომიის ტერიტორიაზე ფართო უფლებამოსილებას აძლევს. უცხოელი დამკვირვებლები და უფლებადამცველები შიშობენ, რომ ჩინეთი კანონს ჰონგ-კონგში დემოკრატიული მოძრაობის ჩასახშობად გამოიყენებს.
საპარლამენტო არჩევნები კი 6 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა ისინი მომავალი წლისთვის გადაიტანა და ეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ახსნა.