გერმანიის პოლიცია 27 წლის ქალს 5 შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. სამართალდამცველებმა 5 ბავშვი გარდაცვლილი მათივე სახლში აღმოაჩინეს. 1, 2 და 3 წლის გოგოები და 6 და 8 წლის ბიჭების გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიას და დამაწყნარებელი პრეპარატებით ზედოზირებას ასახელებენ.
ხუთშაბათს ეჭვმიტანილის უფროსი, 11 წლის ვაჟი სკოლაში იყო, როცა დედამ სასწავლო დაწესებულებაში დარეკა და ბავშვის გათავისუფლება ითხოვა, მიზეზად კი ოჯახის წევრის გარდაცვალება დაასახელა. მან ბავშვი დიუსელდორფის რკინიგზის სადგურზე წაიყვანა, სადაც ლიანდაგზე გადახტა. ქალის დაკავების ორდერი უკვე გაცემულია, თუმცა იმის გამო, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, მას ჯერჯერობით ვერ აპატიმრებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალს უმცროსი ბავშვების მამასთან განშორების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითარდა და ტრაგედია სწორედ ამან გამოიწვია.