ახლო მომავალში ბაჰრეინი ისრაელთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბაჰრეინი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში სექტემბრის მეორე ნახევარში მოეწერება.
13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან მშვიდობიანი შეთანხმება გააფორმა. პირველი 1979 წელს ეგვიპტე, მეორე კი 1994 წელს იორდანია იყო. 29 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი გააუქმეს.