დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია დღეს გამოქვეყნებული შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა აბსოლუტურად დასაგმობი ფაქტია. წარსულში რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებები. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა რუსეთში დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ“, - განაცხადეს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხლოების საბჭოში.
დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.