ტაილანდის მეფემ თავის კონსორტს ტიტული და სამხედრო რეგალიები დაუბრუნა

ტაილანდის მეფემ თავის კონსორტს ტიტული და სამხედრო რეგალიები დაუბრუნა

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნმა თავის 34 წლის ოფიციალურ ფავორიტ ქალ სინინატ ვონგვაჯიპარაკდის კონსორტის ტიტული და სამხედრო რეგალიები დაუბრუნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება Royall Gazett-ში გამოქვეყნდა. სინინატს კონსორტის ტიტული 2019 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა. სასახლეში განმარტეს, რომ ამის მიზეზი ფავორიტის მიერ კარის კოდექსის დარღვევა და „მეფის მიმართ არალოიალობა“ გახდა.

ტაილანდში კონსორტების ინსტიტუტი საუკუნეებია მოქმედებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია დამკვიდრდა, ეს ტიტული არ გამოიყენებოდა.