ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის მოსაკლავად სნაიპერების დაქირავებას ცდილობს.
„მე ყველაზე ხისტი აგრესიის მსხვერპლი გავხდი. აშშ-ის ხელისუფლებამ ჩემი დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა. დონალ ტრამპმა ჩემი ლიკვიდაციის გეგმა დაამტკიცა. არ ვაჭარბებ. ახლა ჩემს მოსაკლავად ვენესუელაში სნაიპერების ჯგუფის დაქირავებას ცდილობენ. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ასე“, - აღნიშნა ნიკოლას მადურომ.
26 მარტს აშშ-მა ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადუროსა და ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს ბრალდება წაუყენა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. აშშ-ის ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა.