ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა მინსკში საპროტესტო აქციის 125 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინიტრო ადასტურებს.
ბელარუსის დედაქალაქში „მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მარში“ ადგილობრივი დროით, 2 სააათზე დაიწყო, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.