ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს ორი რაკეტა დაეცა, მსხვერპლი არ არის. ერაყის სამხედრო პირების თქმით, მიმდინარე კვირას ეს უკვე მესამე ასეთი ფაქტია.
Reuters-ის ცნობით, შაბათს, რაკეტა ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში ჩავარდა, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიებია განლაგებული. არც არ შემთხვევას მოჰყოლია მსხვერპლი.
ვაშინგტონი ამგვარ თავდასხმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს ადანაშაულებს. ირანს კი უშუალოდ ინცინდენტებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ბრიტანული მედია წერს, რომ ერაყი, რომელიც ხშირად ხდება აშშ-ირანს შორის დაძაბულობის „ეპიცენტრი“, რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევისგან თავის არიდებას ცდილობს.
აშშ-ირანის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, ირანის ხელისუფლებამ ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა.
3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.