გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, რუსეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს ალექსეი ნავალნის საქმეს.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვჭირდება კონსტრუქტიული კავშირები მოსკოვთან. რუსეთის გარეშე ან რუსეთის წინააღმდეგ ევროპა უფრო უსაფრთხო არ გახდება. მეორე მხრივ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენს ურთიერთობებს შავი ღრუბლები ჩამოაწვა. ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, სანქციები უნდა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 24 აგვისტოს გერმანელმა ექიმებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს. 27 აგვისტოს რუსეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.