იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მემკვიდრეს 14 სექტემბერს აირჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ღეუტერს-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 აგვისტოს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. შინზო აბეს თქმით, ის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, სანამ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მის შემცვლელს არ დაასახელებს.
პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. შინზო აბე მრავალი წელია წყლულოვანი კოლიტითაა დაავადებული. ამის გამო ის 2007 წელსაც გადადგა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს აბე კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
2020 წლის აგვისტოში აბე იაპონიის ისტორიაში მთარობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერი გახდა.