ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ინიციატივის მკვლევარი ეკატერინე მეიერინგ-მიქაძე საქართველოს შესახებ წერს. მისი სტატია ინსტიტუტის ვეგვერდზე გამოქვეყნდა, რომლის თარგმანს imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო წლებში სიტუაცია საინტერესოდ შემოტრიალდა, რადგან შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურთა ნაკადებმა უჩუმრად განიცადა ცვლილება. 1990-იან წლებში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით საავიაციო ტრანსპორტის გამოყენებით მოვაჭრეები ერთბაშად გამოჩდნენ თურქეთისა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
წლების განმავლობაში მათ სამომხმარებლო პროდუქციის არაფორმალური იმპორტ-ექსპორტის ქსელები ჰქონდათ გაბმული და საკმაოდ დიდი მასშტაბის თემსაც მისცეს დასაბამი დუბაისა და სხვა საემიროებში. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამხრეთისკენ მიმავალი ავია-მიგრანტების ეს მიმართულება ჩაანაცვლა ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალმა ნაკადმა, რომელიც პერსპექტიულმა ბიზნეს შესაძლებლობებმა და ალტერნატიულმა დასასვენებელმა ადგილებმა მოხიბლეს. საქართველოში ეს მოულოდნელად მოხდა. მისი გეოგრაფიული სიახლოვის და ისტორიული ურთიერთობების მიუხედავად, ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთის არაბული ნაწილი პრინციპში არც იყო წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში. მას ამ რეგიონიდან მხოლოდ ისრაელის, ირანისა და თურქეთის საქმოსნები და ტურისტები სტუმრობდნენ. პრინციპში, შავი ზღვის რეგიონზე ფიქრისას არაბი ინვესტორები მხოლოდ თურქეთს მოიაზრებდნენ.
ახლა უკვე 2020 წელია და ახლო აღმოსავლეთი თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი საქართველოში. ქვეყნის დედაქალაქ თბილისში უკვე გამოჩნდა ყავის სახლები, რომლებსაც სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნების მოქალაქეები ფლობენ. სპარსეთის ყურიდან არაბები ახლა უკვე თვეებს ატარებენ შავ ზღვაზე, კავკასიონის მთებში ან თბილისში.
მათ აქაური ზაფხულის რბილი ტემპერატურა ხიბლავთ. სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნების გარდა უვიზო მიმოსვლით ის უცხოელებიც სარგებლობენ, რომლებიც ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარ ქვეყნებში მუშაობენ. ბევრი მოგზაურისთვის გახდა საქართველო ევროპული კურორტების ქვეყანა, რომელიც თან ახლოსაა და თან სავიზო პროცედურების გავლას არ საჭიროებს. ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში განმეორებით. არც ის არის იშვიათი, რომ სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტი უცხოელები საქართველოში ბრუნდებიან უძრავი ქონების შეძენის ან უცხოეთში საკუთარი სახლის ფლობის მიზნით. სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოდან ამგვარ მოგზაურთა პროფილი ძალიან განსხვავებულია.
ზოგიერთისთვის საქართველო ოჯახის დასასვენებელი ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნა იქმნება სასტუმროებში ფართე ოთახებზე, ავეჯით უზრუნველყოფილ ბინებზე, ტრანსპორტირებისას ფუფუნების კლასისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე. სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოდან ახალგაზრდა ადამიანებისთვის საქართველო ღამის გართობის ადგილიცაა, რადგან მიაჩნიათ, რომ აქაური ატმოსფერო ლიბანისას წააგავს.
მთელი მსოფლიოდან სპარსეთის ყურეში მომუშავე უცხოელებისთვის საქართველო იოლად მისაწვდომ, დაბალბიუჯეტიან დასასვენებელ ადგილად იქცა წლის ოთხივე სეზონზე. საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტები სიის თავში მოექცა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან დროსა და ფულს ხარჯავენ სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავს სავაჭრო ცენტრებში. ფაქტობრივად, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან ინვესტორებმა ამ სფეროში საქმიანობა ზუსტამ იმ გათვლით წამოიწყეს, რომ სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნებიდან კლიენტურას მომსახურებოდნენ. შესაბამისად, ფულის ჩასხმა დაიწყო საქართველოს სასტუმრო სექტორის განვითარებაში. არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან Dhabi Group გახდა თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე მარქსის, ენგელსისა და ლენინის ყოფილ ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-კოშკის მფლობელი. ტურიზმის განვითარების კვალობაზე განვითარდა დაკავშირებული ეკონომიკური სფეროებიც - მასპინძლობა, საცალო ვაჭრობა, ავიაცია, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსური მომსახურება და უძრავი ქონება.
მოგზაურობა და ტურიზმი ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდნენ. ახალ კორონავირუსამდე ეკონომიკის სხვა სექტორების მსგავსად ტურიზმი საქართველოში პოლიტიკური ნიშნით მეტნაკლებად იმავე რეგულარული ინტერვალებით ექცეოდა სანქციების ან ემბარგოს ქვეშ რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, ბაზრის ზრდა და დივერსიფიკაციის სტრატეგია მნიშვნელოვანი იყო ამ პოლიტიკური საფრთხის მოსაგვარებლად. ბაზრის წილის ზრის კუთხით, საქართველოში შემომავალი ტურიზმის წილი გასამმაგდა 2011-2019 პერიოდში და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია ქვეყანას. კლასიფიკაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი მოიცავდა 7.7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტს, ე.ი. დღის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნას ან ერთი ღამით დარჩენას. ეს უკანასკნელი მართებულ ტურიზმად ითვლება. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს ბოლოდროინდელი მონაცემებით უშუალოდ ამ დარგის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში დაახლოებით 9 პროცენტია და მისი ჯამური წვლილი 16.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაში 26.3 პროცენტია. შრომითი რესურსის ჭრილში, უშუალოდ მოგზაურობა და ტურიზმი დაახლოებით 138 000 სამუშაო ადგილს ქმნის, ხოლო ირიბად - დაახლოებით 476 000 სამუშაო ადგილს, რაც დასაქმების ჯამური ოდენობის 27 პროცენტია. სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები თითქმის 3.3 მილიარდ აშშ დოლარს უდრის, რაც საქართველოს მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 39 პროცენტია. სრული სურათის შესაკვრელად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში 4.87 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დიდად იყო განპირობებული ტურიზმის სექტორით. დივერსიფიკაციის მხრივ, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლების რაოდენობა კვლავ 71 პროცენტს შეადგენდა 2019 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით და ასეა ჩაშლილი: აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი სათითაოდ, სომხედითან 1.4 მილიონი ადამიანი, ხოლო თურქეთიდან - 1.2 მილიონი ადამიანი.
ახლო აღმოსავლეთის წვლილი მხედველობიდან არის გამორჩენილი. თუმცა, ამ რამდენიმე დომინანტი ქვეყნის მიერ შექმნილი სურათის გამო, შეიძლება იოლად გამოგვრჩეს საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მომხმარებლების ბაზის ზომა და არსი.
- პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ორი მნიშვნელოვანი არა-არაბული ქვეყანა - ისრაელი და ირანი - ცალკე გეოგრაფიულ კატეგორიებს არის მიკუთვნებული;
- მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის კატეგორია 14 ქვეყანას მოიცავს, რომელთაგან ექვსი მიეკუთვნება სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოს. თუმცა, მონაცემები ეფუძნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც ტურისტების დახარისხებას მოქალაქეობის მიხედვით ახდენს და არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუმცა, სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეების დიდი რაოდენობა დეფაქტო ახლო აღმოსავლეთის სეგმენტს მიეკუთვნება მაშინაც კი, როდესაც შეერთებული შტატების, კანადის, ფილიპინების, ინდოეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. შედეგად, 156 190 ვიზიტორის სტუმრობის დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთის კატეგორიაში 2019 სტატისტიკით სრულ სურათს არ იძლევა.
- მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მართებული მინიშნებით მეზობელი ქვეყნებიდან შემომავალი ვიზიტორების მოგზაურობა ერთი დღის შიგნით ექცევა და ნაკლებად გულისხმობს ღამის გათევას. შედეგად, ამ ვიზიტების მესამედზე მეტი არ ექცევა ტურიზმის კატეგორიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არამეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების კატეგორიაში ტურისტების წილი - მათ შორის სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოსა და ფართო გაგებით ახლო აღმოსავლეთიდან - თითქმის 100 პროცენტია.
- მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოდან ტურისტები განმეორებითი ვიზიტით სტუმრობენ საქართველოს, რადგან აქ ცხოვრების ხარჯი დაბალია, პირდაპირი ფრენები არსებობს ყველა მსხვილი საავიაციო ჰაბიდან და მოკლე დისტანციაზე ფრენა ორ-სამ საათს გულისხმობს. ავიაკომპანიამ FlyDubai ფრენები 2011 წელს დაიწყო, ხოლო Kuwaiti Jazeera Airways, Saudi Arabian FlyNas და Omani SalamAir სეზონურ ფრენებს ახორციელებენ, როდესაც Qatar Airways რეგულარულ ყოველდიურ ტრანზიტულ ფრენებს აწარმოებდა 2012 წლის თებერვალში და წინა წლებში ყოველდღიურად სამი რეისი ჰქონდა თბილისის მიმართულებით.
- მეხუთე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ ვიწრო განმარტების მიუხედავად სწორედ ამით აიხსნება ნაწილობრივ ის, თუ რატომ წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის კატეგორია ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელს ყველა სხვა გეოგრაფიულ რეგიონთან შედარებით. 2011 წლიდან 2019 წლამდე ვიზიტორთა შემოსვლის მაჩვენებელი 35-ჯერ გაიზარდა (ანუ3 448 პროცენტით).
- მეექვსე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ რაოდენობრივი ნიშნულის განსაზღვრის სირთულის მიუხედავად, სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები კიდევ უფრო არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენენ მოგზაურობისას განხორციელებული ხარჯების სახით და უძრავი ქონების შეძენისას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც არ აღირიცხება საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაში.
- მეშვიდე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში შავი ზღვის ახლადაღმოჩენილ კურორტებზე დამსვენებელთა ნაკადები კიდევ უფრო მეტად არის გაჯერებული კერძო სექტორის შეთავაზებებით, რაც უკვე გულისხმობს საქართველოს უნივესიტეტების კურსადმთავრებულებისგან დაკომპლექტებულ არაბულენოვან გიდებს და სხვა სერვისებს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია საქართველოს კომპლექსურ სისუსტეებს ამჟღავნებს. კრიზისზე რეაგირების სახით, საქართველომ ადრეული და სრული დახურვა არჩია 2020 წლის თებერვალში, რაც ასევე გულისხმობდა ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის შერჩეულ ობიექტებში სავალდებულო კარანტინს. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ ამგგარად მოხდებოდა საქართველოს უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების წერტილად წარმოჩინება მინიმუმ ზაფხულის მოთხოვნად სეზონზე, თუმცა ასე არ მოხდა.
- უპირველეს ყოვლისა, ახალ კორონავირუსზე საქართველოს ქმედითი რეაგირების თანმხლები ზიანის სახით ქვეყანაში შემომავალი ტურიზმის მაჩვენებელი ნულამდე დაეცა. ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) და დასაქმებაში თავისი წილის გამო ეს მოვლენა აუცილებლად გამოიწვევს მკვეთრ ეკონომიკურ დაღმასვლას. სავარაუდო მაჩვენებელი მინიმუმ 4 პროცენტიან კუმშვას პროგნოზირებს. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეკონომიკური გავლენა სავარაუდოდ გასცდება 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევით გამოწვეულ ეფექტს.
- მეორეს მხრივ, გლობალურმა ეკონომიკურმა უკუსვლამ ენერგომატარებლებზე ფასები იმ დონეზე შეაკავა, რაც ისედაც დაბალი იყო კრიზისამდე. მაშინ ამის მიზეზი ჭარბი მიწოდება და ბაზრის წილებზე კონკურენცია იყო. ნავთობის ექპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის კალათის ფასი ამჟამად 44 აშშ დოლარია, ხოლო მწარმოებლები - ყატარის გარდა - ვერ გადიან ფისკალურად წაუგებელ ნიშნულზე. ყოველივე ამის შედეგად, სამთავრობო სექტორში ხარჯთწარმოება უნდა შემცირდეს. ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა კვლავ დღის წესრიგის თავშია მოქცეული. სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში უცხოელების კონტიგენტი ელის შემცირებებს და ზოგიერთ სექტორში - ადგილობრივებით ჩანაცვლებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არა მხოლოდ იაფი მუშახელი, არამედ ბევრი მაღალანაზღაურებადი უცხოელიც დაითხოვეს სამსახურებიდან. როდესაც სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს და მცირე რაოდენობის უცხოელებს ნაკლები განკარგვადი შემოსავლები გააჩნია, ნავთობიდან მიღებული ნაკლები დოლარი დაიხარჯება საქართველოში.
- მესამეს მხრივ, ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებში დიდი წილის გამო, ტურიზმის მოშლა და უცხოეთში მომუშავე ქართველების ფულადი გზავნილების შემცირებული რაოდენობა უცაბედად, ალბათ მართვად პრობლემას წარმოქმნის საგადამხდელო ბალანსის ჭრილში. როდესაც ქვეყანაში არ ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მყარად დგება საქართველოს დასახმარებლად. 2020 აპრილში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმოხილვის დოკუმენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვარაუდობდა, რომ დანაკლისი დაახლოებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა 2020-2021 წლებში (რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად დაახლოებით 11.4 პროცენტია) და შესაბამისად 2020 წლის 1 მაისს 200 მილიონი აშშ დოლარის რესურსი დაუმტკიცეს ქვეყანას საბიუჯეტო დახმარების სახით, რათა საქართველომ მყისიერად მოახერხოს საგადამხდელო ბალანსის და ფისკალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ზოგადად ეს მხარდაჭერა იდეალურ შემთხვევაში მოახდენს საქართველოში ტურიზმის სექტორში განვითარებული დაღმასვლის უარყოფითი ეფექტის განეიტრალებას. რახან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მალე გვიახლოვდება და ეკონომიკა ამომრჩევლების გონებაში აქტუალურობას ინარჩუნებს, ეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხად გვევლინება.
ათწლეულზე მეტია, რაც გააქტიურებული ეკონომიკური ურთიერთობები შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობდნენ როგორც საქართველოს, ისევე სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოში შემავალ ქვეყნებს. მდიდარი ინვესტორებისა და მოგზაურების იმიჯი პერსპექტიულ ახლომდებარე ქვეყანაში საერთო სარგებელს სთავაზობდა მხარეებს და შესაძლო რისკებზე მინიშნებებიც არ იკვეთებოდა. პირიქით, ფართო გაგებით ახლო აღმოსავლეთი ქართველი პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის მნიშვნელოვან რეგიონად მიიჩნეოდა ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის, რაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ცნობილ გეოგრაფიულ ფაქტორებს გასცდებოდა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველომ რეალობა გააცნობიერა, როდესაც სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოს ეკონომიკის პერიფერიად ქცევა დაინახა. მცდარი იქნება, თუ საქართველო უკან დაიხევს და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ახლო აღმოსავლეთს ზოგადად და სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭოს კონკრეტულად. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველომ და სპარსეთის ყურის კოოპერაციის საბჭომ პანდემიის გამო არსებული გამოწვევები გადალახონ და გზა მისცენ ნავთობიდან მომდინარე დოლარებს. ახლო აღმოსავლეთისთვის გეოგრაფიულ სიახლოვეს შესაძლებლობები მოაქვს. მათი ფუჭად გახარჯვა დაუშვებელია“,- წერს ეკატერინე მეიერინგ-მიქაძე.