ირანელი მუსიკოსი მეჰდი რაჯაბიანი ქალებთან ერთად მუშაობისთვის დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მუსიკოსი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს ელოდება. მეჰდი რაჯაბიანი 10 აგვისტოს დააკავეს, მას შემდეგ რაც მედიაში მისი ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, მუსიკოსს ქალ მოცეკვავეებთან და მომღერლებთან ერთობლივი ვიდეორგოლი უნდა გამოეშვა, რაც ირანული კანონმდებლობით ამორალურად ითვლება.
„ასჯერაც რომ დამაპატიმრონ, ქალ მოცეკვავეებთან და მომღერლებთან მუშაობას ვერსად გავექცევი“, - აცხადებს რაჯაბიანი, რომელიც მანამდე უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული.