არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი (11,717) დაფიქსირდა. Reuters-ი წერს, რომ მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა და 10 ადამიანის (ნიღბით) შეკრება დაუშვა.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ქვეყანაში 20 მარტს ამოქმედდა. ახალი, უფრო შემსუბუქებული წესები კი მინიმუმ სექტემბრამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 392 009 შემთხვევაა რეგისტრირებული, 8 271 - გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.