ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ქვეყანაში 77 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 3 387 500-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1 057 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 61 529-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.