ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 222 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 5 821 819 შემთხვევა გამოვლინდა, 179 708 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 084 465 - გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.