„რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე არასტანდარტული პოლიტიკოსია, თუმცა შედეგებს აღწევს.
„დონალდ ტრამპს უყვარს ეს ქვეყანა და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ ის არასტანდარტული პოლიტიკოსია. ის სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. ის კონკრეტულ ქმედებებს ითხოვს და შედეგებს აღწევს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მისთვის და ეს ის არის, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
მელანია ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი არ შეაჩერებს ბრძოლას ამერიკელებისთვის.
„მედიისა და ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმების მიუხედავად, დონალდ ტრამპი არ დანებდება და განაგრძობს ამერიკელებისთვის ბრძოლას. როდესაც მას ეუბნები, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია, ის უფრო გულმოდგინედ მუშაობს“, - განაცხადა მან.