დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვაში დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
„ალექსეი ნავალნის მოწამვლამ მთელი მსოფლიო შეძრა. გაერთიანებული სამეფო სოლიდარობას უცხადებს მას და მის ოჯახს. აუცილებელია მომხდარის სრულმასშტაბიანი, გამჭვირვალე გამოძიება. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. გაერთიანებული სამეფო შეუერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველყოფის კუთხით“, - წერს ჯონსონი Twitter-ზე.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 24 აგვისტოს გერმანელმა ექიმებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს.