ბერლინში COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია აკრძალეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორმა განაცხადა, რომ პირველ აგვისტოს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოციალური დისტანციისა და პირბადეების ტარების რეგულაციები განზრახ არ გაითვალისწინეს.
„ეს არა შეკრების თავისუფლების აკრძალვა, არამედ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებაა“, - აღნიშნა გეიზელმა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, რომლებმაც აგვისტოს დასაწყისში ბერლინში პროტესტის 20 000 მონაწილე შეკრიბეს, აცხადებენ, რომ შეზღუდვები, მათ შორის ნიღბის ტარება მათ უფლებებსა და თავისუფლებას არღვევს.
ისინი კვირის ბოლოს ბერლინში ანალოგიური საპროტესტო აქციის „ შეკრება თავისუფლებისთვის“ ჩატარებას გეგმავდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.