აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში წესრიგის აღსადგენად ეროვნულ გვარდიას გააგზავნის.
„დღეს ფედერალურ სამართალდამცველებსა და ეროვნულ გვარდიას ქალაქ კენოშაში გავაგზავნი, რათა წესრიგი აღვადგინოთ. არ მოვითმენთ ძარცვას, ძალადობასა და უკანონობას ამერიკულ ქუჩებში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა.