ინგრედიენტები
სოკო ნიყვი - 1 კგ
ერბო - 100 გრ
სულუგუნი - 200 გრ
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები
გარეცხეთ სოკო, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
დადეთ კეცზე ერბო და დაალაგეთ სოკო ერთ ფენად. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
შედგით 200 °С –ზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთი.
მომზადებამდე 5 წთ–ით ადრე დაჭერით სულუგუნის ყველი კუბიკებად და მოაყარეთ სოკოს. როდესაც ყველი გადნება, კეცი გამოიტანეთ ღუმელიდან და კერძიც მზადაა.
ასევე, ყველის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი.