უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და უკრაინა მას უკან დაიბრუნებს.
„ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ. თუმცა, ამ საკითხის განსახილველად სერიოზული და ეფექტური პლატფორმა არ არსებობს. 6 წლის განმავლობაში ერთი მდგრადი პლატფორმა არ შექმნილა, რომლის ფარგლებშიც ამ საკითხის განხილვა მოხდებოდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „ნორმანდიის ფორმატში“ არავის სურს ყირიმზე საუბარი, ხოლო მთელი ყურადღება კი დონბასში მიმდინარე კონფლიქტს ეთმობა.