ეს გახლავთ გრილზე მომზადებული თევზის საბაზისო რეცეპტი. შესაკმაზად გირჩევთ მოამზადოთ ნატურალური იოგურტის მსუბუქი სოუსი კამით, რომელიც ძალიან უხდება თევზს.
ინგრედიენტები
ჩრდილოეთის ორაგული - 1 კგ
ლიმონი - 1/2 ცალი
ბერძნული იოგურტი - 250 მლ
კამა - 1 კონა
ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დაჭერით წმინდად კამა
ორაგულის ფილე მოათვსეთ ჯამში კანით ქვემოთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ კამა (დაახლოებით ¾), მოაყარეთ მარილი და პილპილი, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
ბერძნულ იოგურტს შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი. დაუმატეთ დარჩენილი კამა, მარილი და პილპილი. აურიეთ და ისიც მოათავსეთ მაცივარში.
წაუსვით გრილს ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და დადეთ თევზეი რბილობით ზემოთ. შეწვით 12-15 წუთი ისე, რომ არ გადააბრუნოთ.
სუფრასთნ მიიტანეთ იოგურტის სოუსთან ერთად.