ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მის რეზიდენციაში მივიდა, რომლის სიახლოვესაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
„ლუკაშენკო ადგილზე ერთი საათის წინ გაფრინდა“, - იუწყება ადგილობრივი მედია. გავრცელებულ ვიდეოში ლუკაშენკო ვეტმფრენიდან გამოდის, მას შავი ჟილეტი აცვია და ავტომატის მსგავსი იარაღი უჭირავს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.