ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატის ქმედებები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.

„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსი დიპლომატი გაძევებული იქნება. მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, საიდანაც რუსი დიპლომატი ინფორმაციის მიღებას ავსტრიის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.