აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა 2020 წლის ეროვნული პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დროა უარი ვთქვათ „დემოკრატიული პარტიის“ სიძულვილზე. ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გველის წინ. ის პარტია, რომელიც ამერიკის დაქუცმაცებაზე ამდენ დროს ხარჯავს, ქვეყანას ვერ გაუძღვება. ჯო ბაიდენს არ უსაუბრია სამართალდამცველებსა და უსაფრთხოებაზე იმ ქალაქებში, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ და სადაც სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება.
„ეს არ უნდა დავუშვათ. ჩინეთს ძალიან სურს ჯო ბაიდენის გამარჯვება. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ჩინეთს რომ ჩემი გამარჯვება ნდომებოდა“, - დასძინა მან.