ავსტრალიაში თვითნაბადი ოქროს ორი ზოდი იპოვეს

ავსტრალიაში თვითნაბადი ოქროს ორი ზოდი იპოვეს

სამხრეთ ამერიკაში, ვიქტორიას შტატში, ქალაქ ტარნაგულაში თვითნაბადი ოქროს ორი ზოდი აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულებაც $350 000-ია, - ამის შესახებ BBC წერს.

ზოდების ჯამური წონა 3.5 კილოგრამია.

ბრენტ შენონი და ეთან ვესტი, ადამიანები, ვინც ოქრო იპოვეს, ავსტრალიური სატელევიზიო შოუს, „ოქროზე მონადირეები“ მონაწილეები არიან. ისინი ოქროს მეტალის დეტექტორის მეშვეობით ეძებდნენ.

ავსტრალიაში ოქროს მოპოვება 1850-იანი წლებიდან დაიწყეს. ქალაქი ტარნაგულა ოქროს მარაგითაა გამორჩეული.