ინდოენეზიაში, ბანდის ზღვაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბიძგები ზღვის ფსკერიდან 640 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრას ცუნამი არ გამოუწვევია.
ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და შესაბამისად აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.