ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვაში აცხადებენ, კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილზე პასუხისმგებლობა მის დას, კიმ იო ჩჟონს დააკისრა. გარდა ამისა, მისი და ვაშინგტონისა და სეულის მიმართულებებს კურირებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ის ფაქტობრივად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში მეორე ყველაზე გავლენიანი პირია.