ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს დემოკრატიის მტერი უწოდა

ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს დემოკრატიის მტერი უწოდა

დონალდ ტრამპი დემოკრატიის მტერია- ამის შესახებ აშშ-ის ექს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ ყრილობაზე განაცხადა.

„ამ ადმინისტრაციამ აჩვენა, რო მზად არის ჩვენი დემოკრატია გაანადგურს, თუ ეს გამარჯვებისთვის დასჭირდება. ასე რომ, ჩვენ მისი გაძლიერება მოგვიწევს“- აღნიშნა ბარაკ ობამამ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ტრამპის მეტოქეს, ჯო ბაიდენს მისცენ. მან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ძმა უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ბაიდენს შეუძლია ქვეყანა ცუდი მდგომარეობიდან გამოიყვანოს.