საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უწყების ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის 16 747 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30 468-მდე გაზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.