თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი.
ჟურნალისტის კითხვას, წაგების შემთხვევაში, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების აღიარებას, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა: „პრეზიდენტი ყოველთვის ამბობს: ვნახოთ, თუ რა მოხდება. ის გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მიიღებს“.
კეილი მაკინენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს, რათა არჩევნების შედეგებში დარწმუნებული იყოს.
„პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხისთვის დიდი სამუშაო გასწია. იგი ფიქრობს, რომ ფოსტით ხმის მიცემისას მაქინაციები რეალურია“, - დასძინა მან.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.