რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში იმყოფება, ის უგონოდაა და ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატაზეა შეერთებული - ამის შესახებ ინფორმაციას BBC მის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირა იარმიშის ინფორმაციით, ნავალნი ჯერ კიდევ თვითმფრინავში გახდა ცუდად, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა: ამის გამო ლაინერი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
პოლიტიკოსის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ ნავალნი მოწამლეს. „ვფიქრობთ, რომ ალექსეი რაღაცით მოწამლეს, რაც ჩაიში გაურიეს. ჩაი იყო ერთადერთი რამ, რაც მან დალია“- წერს იარმიში. ექიმებს პოლიტოკისთვის დიაგნოზი ჯერჯერობით არ დაუსვამთ.