თევზისა და ბოსტნეულის უნაზესი კატლეტები

თევზისა და ბოსტნეულის უნაზესი კატლეტები

ინგრედიენტები

კომბოსტო - 100 გ

სტაფილო - 1 ცალი

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 1 კბილი

შვრიის ფანტელი - 1-2 ს/კ

თევზის ფილე - 500 გ

ზეთი შესაწვავად

საფანელი - სურვილისამებრ

მომზადების წესები

თევზის ფილე გარეცხეთ, გააშრეთ და გაატარეთ ან დააბლენდერეთ. ასევე მოამზადეთ კომბოსტოც: გარეცხეთ, შეამშრალეთ და გაატარეთ.

ნიორი გაფცქვენით და გაატარეთ პრესში ან ისიც ხორცსაკეპში.

ხახვი და მწვანილი (სურვილისამებრ) დაჭერით წმინდად. სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

ხახვი და სტაფილო მოხრაკეთ ზეთში. ერთ ჯამში აურიეთ ყველა მომზადებული ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიეცით კატლეტების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.