სანტიაგოს ქუჩებში გამოჩნდა ბეტმენის ფორმაში გამოწყობილი კაცი, რომელიც უსახლკაროებს საკვებს ურიგებს

სანტიაგოს ქუჩებში გამოჩნდა ბეტმენის ფორმაში გამოწყობილი კაცი, რომელიც უსახლკაროებს საკვებს ურიგებს

სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს დედაქალაქში, სანტიაგოს ქუჩებში, „ბეტმენის“ ფორმაში გამოწყობილი უცნობი, ახალგაზრდა კაცი უსახლკაროებს საკვებს ურიგებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ახალგაზრდა, ფორმასთან ერთად, უსაფრთხოებისთვის, პირბადესაც ატარებს და ყოველდღიურად, ადამიანებს ცხელი კერძის ულუფებს ურიგებს.

უცნობს „Reuters-ის“ ჟურნალისტი ესაუბრა, თუმცა მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

„მიმოიხედე ირგვლივ და დაინახე, თუ შეგიძლია დაუთმო სხვას მცირედი დრო, გასცე მცირედი საკვები და თავშესაფარი ან უთხრა გამამხნევებელი სიტყვა მათ, ვისაც ეს სჭირდებათ“ - ამბობს ის.

ახალი კორონავირუსის პანდემია ჩილეს ეკონომიკისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე 12%-ს აჭარბებს.