მალის ამბოხებული სამხედროების მიერ შექმნილმა „ხალხის გადარჩენის ეროვნულმა კომიტეტმა“ ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვისა და კომენდანტის საათის დაწესების განკარგულება გასცა. ამის შესახებ მალის საჰაერო ძალების შტაბის ხელმძღვანელმა, ისმაელ ვაგემ განაცხადა.
„19 აგვისტოდან ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაიკეტება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს“, - განაცხადა ისმაელ ვაგემ.
ამბოხებული სამხედროების მიერ დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ თანამდებობა დატოვა.
18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია სამხედროების აჯანყების შესახებ, რომლებმაც იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე პრეზიდენტის რეზიდენციაში დააკავეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხედროების პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა მალის პრეზიდენტის პოსტზე 2013 წელს აირჩიეს, მანამდე კი ის სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა.