კარტოფილი სუნელებსა და ქოქოსის რძეში

კარტოფილი სუნელებსა და ქოქოსის რძეში

ინგრედიენტები

ზეთი - 2 ს/კ

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 4 კბილი

ქარის ფხვნილი - 4 ჩ/კ

პაპრიკა - 1 1/2 ჩ/კ

კაიენური წიწაკა - 1 ჩ/კ

კვლიავი - 2 ჩ/კ

მიხაკი, დაფქული - 1/2 ჩ/კ

ჯანჯაფილი (კოჭა) - 2 ჩ/კ

მარილი

შავი პილპილი - 1/2 ჩ/კ

კარტოფილი - 1 კგ

მუხუდო (თურქული ბარდა) - 1 ჭიქა, საკონსერვებული, ან მოხარშული

ბოსტნეულის ბულიონი - 1 ჭიქა

ლიმონის წვენი - 1 ს/კ

დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 1 ჭიქა

ქოქოსის რძე - 1 ჭიქა

მომზადების წესები

ზეთში მოხრაკეთ ხახვი, ნიორი, დაუმატეთ  ყველა სანელებელი: ქარის ფხვნილი, პაპრიკა, კაიენური წიწაკა, კვლიავი, მიხაკი, ჯანჯაფილი, მარილი და პილპილი, შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი, აურიეთ და დაუმატეთ მუხუდო (შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ლობიო).

დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და დაჭრილი პომიდორი. ბოლოს დაუმატეთ ქოქოსის რძე, დააფარეთ თავსახური და თუშეთ, სანამ კარტოფილი კარგად არ მოიხარშება.