მალის დედაქალაქ ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილები აჯანყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ახლა რეგიონებიდან დედაქალაქის მიმართულებით სამხედროების დისლოცირება მიმდინარეობს.
სამხედროების აჯანყების შესახებ ინფორმაციას მალიში ნორვეგიის საელჩოც ადასტურებს. „მოვუწოდებთ მალიში მყოფ ნორვეგიის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ“, - აცხადებენ საელჩოში.
ადგილობრივმა ოპოზიციამ დღეიდან ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა. ისინი პრეზიდენტ იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას გადადგომას ითხოვენ.