ეს უგემრიელესი ქათმის ნაჩოები 5 წუთში მზადდება!

ეს უგემრიელესი ქათმის ნაჩოები 5 წუთში მზადდება!

ინგრედიენტები

ქათამი

ბარბექიუს სოუსი ან კეტჩუპი

კარტოფილის ჩიფსი

პომიდორი

ხახვი

მწვანე ხახვი

ყველი (სასურველია მოცარელა)

მომზადების წესები

დავყაროთ ჩიფსი ცეცხლგამძლე თეფშზე და ზემოდან დავადოთ ბარბექიუს სოუსში ამოვლებული შემწვარი ან მოხარშული ქათმის ხორცი.

ერთმანეთს შევურიოთ დაჭრილი პამიდორი, ხახვი, მწვანე ხახვი და მარილი. მოვაყაროთ ზემოდან ხორცს.

ბოლოს დავაგვირგვინოთ გახეხილი ყველით. შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 2–3 წუთით და ჩვენი კერძი მზად არის!