ინგრედიენტები
თხელი ლავაში - 1 ცალი
კომბოსტო - 350 გ
სტაფილო - 1 ცალი
კამა - 0,5 კონა
ზეთი - გემოვნებით
მჟავე კიტრი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
მაიონეზი - 2-3 ს/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები
გაფცქვენით ხახვი, დაჭერით და დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ, რათა სიმწარე გაუვიდეს.
კომბოსტო დაჭერით წმინდად, ან გახეხეთ მსხვილად, კირი და სტაფილოც ასევე გახეხეთ.
შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული ბოსტნეული, დაუმატეთ მარილი და პილპილი, მოასხით სამარხვო მაიონეზი და აურიეთ.
გაანაწილეთ გულსართი თანაბრად გაშლილ ლავაშზე, გადაახვიეთ რულეტად და დაჭერით დაახლოებით 5 სმ სიგანის თანაბარ ნაჭრებად.
შეწვით დაჭრილი ლავაშები ზეთში ორივე მხრიდან.
შემწვარი რულეტები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
გარედან ხრაშუნა და შიგნით წვნიანი რულეტები მზად არის.