პალესტინამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თავისი ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის შეთანხმების გაფორმება დააანონსა. ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილებით, პალესტინა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ელჩს გაიწვევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქიმ ამის შესახებ ელჩს უკვე შეატყობინა. ეს გადაწყვეტილება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის შეთანხმების გაფორმებას უკავშირდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყანა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაჭრის სამშვიდობო გზების გამონახვაზე მიმართავს ძალისხმევას.