ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მთავარი პრეტენდენტი უნდა გახდეს.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი მშვიდობისმყოფელი. გარდა იმისა, რომ დონალდ ტრამპმა მშვიდობა მოუტანა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მან ასევე დადო ისტორიული შეთანხმება ავღანეთთან დაკავშირებით, სირიაში ზავს მიაღწია, როდესაც თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ჯარები შეიყვანა და თავიდან აიცილა ომი ჩრდილოეთ კორეასთან“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
რობერტ ობრაიენის თქმით, დონალდ ტრამპმა მშვიდობის დარგში იმდენს მიაღწია, რომ მომავალში მას ნობელის პრემიაზე წარადგენენ.
ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-ის დახმარებით ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.