ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

ჯორჯ სოროსი: დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.

„შეერთებულ შტატებშიც კი ტრამპის მსგავსი თვითმარქვია შეიძლება არჩეული იყოს პრეზიდენტად და ძირს უთხრიდეს დემოკრატიას შიგნიდან. თუმცა, აშშ-ში ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების დიდი ტრადიცია არსებობს. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუცია არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი გარდამავალი მოვლენა გახდება, რომელიც იმედია, ნოემბერში დასრულდება“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ დონორმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან საშიშია, რადგან „ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს“.