გაერო: ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები

გაერო: ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

„ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს ან ვისაც უხეშად მოეპყრნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვისთვის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მართლმსაჯულებითა და კომპენსაციით“, - განაცხადა მიშელ ბაჩელეტმა.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

„ჩვენი მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დააკავეს ბელარუსში, მათ შორის გამვლელები და არასრულწლოვნები“, - დასძინა მან.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.