აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დაანგრევენ პავილიონს, სადაც მე-18 საუკუნეში მონებით ვაჭრობდნენ, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ლუისვილის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.
„სავაჭრო სახლი“, იგივე „მონების ბაზარი“ გვიან 1790-იანებშია აგებული და ოფიციალურადაა აღიარებული ისტორიულ ადგილად.
კომიტეტის ზოგიერთმა წევრმა, რომელთაც ქალაქის ოფიციალური პირებისთვის რეკომენდაციის გაწევა ევალებოდათ, მოითხოვეს, რომ კონსტრუქცია იქვე მდებარე მუზეუმში გადაეტანათ, თუმცა მათი ეს რჩევა საბჭომ არ გაითვალისწინა.
ოფიციალური უწყებების ცნობით, საბჭოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად იურიდიული საკითხებია დარჩენილი და სავარაუდოდ, კონსტრუქციის დემონტაჟი ერთ თვეში დასრულდება.