ერაყში, ბაღდადში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯის მიმდებარედ აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Middle East Monitor-ი წერს.
იერიში მიიტანეს იმ ავტომობილებზე, რომელთაც შეიარაღებული ძალებისთვის ბაღდადიდან აღჭურვილობა გადაჰქონდა. შედეგად, ერთი კონტეინერი დაიწვა.
ეს, ბოლო ერთ თვეში, უკვე მეხუთე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.