ხრაშუნა ბადრიჯნის ჩხირები - სწრაფი წასახემსებელი, რომელიც წუთებში მზადდება

ხრაშუნა ბადრიჯნის ჩხირები - სწრაფი წასახემსებელი, რომელიც წუთებში მზადდება

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 4 ც

კვერცხი - 2 ც

ფქვილი - 200 გრ

იოგურტი - 30 გრ

მომზადების წესები

დავჭრათ ბადრიჯანი ჩხირებად, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში. 

პარალელურად, ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, დავამატოთ ფქვილი და იოგურტი. იოგურტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არაჟნით.

ამ მასაში ამოვავლოთ მოხარშული ბადრიჯნის ჩხირები და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან და ვუალა! ჩვენი ბადრიჯნის ხრაშუნა ჩხირებიც მზადაა!